„მოსწავლის წარმატება საუკეთესო ჯილდოა მასწავლებლისთვის...“ - ჩიჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლის ვიდეო რჩეულთა შორის მოხვდა
31-10-2023
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლას ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაშიც წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ვარდუჰი იაკობიანი (Varduhi Hakobyan), რომელმაც ამჯერად მწერალთა სახლის კონკურსში - „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, მიიღო მონაწილეობა და მისი ვიდეო რჩეულთა შორის მოხვდა.

კერძოდ, მწერალთა სახლმა საკუთარი რჩეულები  გამოავლინა, რომლებისთვისაც წიგნების შესაძენად 100-ლარიანი ვაუჩერია განკუთვნილი. სწორედ ამ მოსწავლეთა შორისაა ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლე., რომელსაც ქართული ენის პედაგოგი ანა ძიძიგური და სრულად სასკოლო საზოგადოება წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

„მოსწავლის წარმატება საუკეთესო ჯილდოა მასწავლებლისთვის...  დიდი მადლობა მწერალთა სახლს, 150 ვიდეოს შორის, რჩეულ ექვსეულში რომ მოხვდა ჩემი მოსწავლე. გილოცავ! კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს ჩემი, მშობლების და ყველა კეთილისმსურველის გული“,- წერს პედაგოგი ანა ძიძიგური. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203