იდუმალის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი სოხაძე საკუთარ ლექსს გვიზიარებს
30-10-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი სოხაძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა.

ის არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალია, არამედ შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით გამოირჩევა. 

სკოლის პედაგოგი საინტერესო მხატვრული ნაწარმოებებითა და ლექსებით ხშირად ანებივრებს სასკოლო საზოგადოებას. 

მასწავლებელი, ამჯერადაც, საინტერესო ლექსს გვიზიარებს.

„სადამდე უნდა იბოგინოს
ეშმაკმა ნეტავ?
ამდენ სიკეთეს და ერთგულებას
ნაგავში ხვეტავს,
მიკვირს პირდაპირ, ამ ყველაფერს
როგორღა ბედავს?!
მაგრამ, რას ვიზამთ, ადამის ძე
ვერაფერს ხედავს...
შეყუჟულია ცისტა გადაკრულ
სხეულში ფუჭად,
დედამიწაზე რაც არის კარგი-
თვალებსაც ხუჭავს,
მხოლოდ რჩეულნი თუ ხედავენ
ბოღმა, რომ გუდავს
მავანს ავსა და საწუთრო კი
უბრუნებს ხურდას!
პირფერობამ და მლიქვნელობამ
გაიდგა ფესვი,
ეხლა ის დროა, რომ ვეღარსად
ვერ ვპოვეთ ზევსი,
ბოროტიც ისევ ირონიით
ღიმილსაც გვესვრის,
და თავის თავსაც მოიშხამავს
უთუოდ გესლით...
მაგრამ მე ისევ უნდა ვთესო
სიკეთის თესლი,
რომ არ მომედოს სიბოროტე,
ისე ვით კეთრი,
გვერდზე რომ მიდგას, თან მომყვება-
ესაა ღმერთი
იმედად ჩემი და მუდამდღე
არს ერთადერთი!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203