ბათუმის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების საფლავი ყვავილებით შეამკეს
16-05-2018
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით  „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“ პროექტი - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“ განახორციელა. 


პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში მათ ჩართვას. 

აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ბალავარი“ გამოეხმაურა (ხელმძღვანელი მადონა გვარამია), რომელმაც სასკოლო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებთან ერთად (საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კოორდინატორი სოფო ვეფხვაძე, ბსუ ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე და ბსუ ნ.ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი,) 1921 წლის 17 მარტს ბათუმისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო  და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203