ჭადრაკში ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს
16-05-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკსა და შაშში ტურნირი ჩატარდა.

მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

ჭადრაკში ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ფასიანი საჩუქრები, სიგელები და მედლები გადასცა.

სკოლა ნინი ველიჯანაშვილს გოგონათა შორის ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილის და გიორგი ფეიქრიშვილს ასაკობრივ ჯგუფში მე-3 ადგილის მოპოვებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203