მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ტესტირება - პროგრამაზე დაშვების წინაპირობას სამინისტრო ასაჯაროებს
30-10-2023
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, შერჩევაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 30 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, პორტალზე https://rb.gy/q6279 გაეცნოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია თავისუფალი ადგილები და აირჩიოს მისთვის სასურველი.

იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც შერჩევა ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, აპლიკანტი ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სხვა პროფესიული საგანმანათლებო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.

რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203