გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მკითხველის კონფერენციაში მონაწილეობდნენ
16-05-2018

გორის N4 საჯარო სკოლის მე-7 და მე-6 კლასების მოსწავლეები გორის მწერალთა კავშირში გამართულ მკითხველის კონფერენციაში - „ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა კონფერენციაზე წაკითხული წიგნებისა და მათი ავტორების შესახებ ისაუბრეს, საყვარელი წიგნები დაასახელს და პრეზენტაცია ჩაატარეს. 

სკოლის აღსაზრდელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ნინო კვინიკაძე ასწავლის. 

მე-7 კლასის დამრიგებელი თეონა ნასყიდაშვილია. მე-6 კლასს კი ნინო კვინიკაძე ხელმძღვენელობს. 

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203