ვანის N2 საჯარო სკოლის პროექტი საუკეთესოდ აღიარეს
16-05-2018
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტი „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ დასრულდა. 

პროექტი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნებოდა და მასში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

VIII, IX და XI მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე ხელმძღვანელობდა. 

პროექტის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რუსა გონაშვილი იყო. 

პროექტი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და მონაწილე სკოლებს სხვადასხვა დავალება უნდა შეესრულებინათ. 

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯამში 16 სახის აქტივობა ჩაატარეს. 

ისინი წერდნენ ესეებს, ჩანახატებს, ლექსებს, დღიურებს, ხატავდნენ სიუჟეტებს, ქმნიდნენ აპლიკაციებს, მუსიკას, აკეთებდნენ ანიმაციას, იღებდნენ ვიდეოფილმებს, უშვებდნენ გაზეთს, ატარებდნენ კონკურსებს, იკვლევდნენ, იღებდნენ ინტერვიუებს და იყენებდნენ ტექნოლოგიებს. 

სახელმწიფო ენის ასოციაციამ სკოლის პროექტი საუკეთესოდ აღიარა და მოსწავლეებს და მასწავლებელს დიპლომები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203