ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდულ სამიტში“ მონაწილეობდნენ
16-05-2018
ვანის N1 საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ინიცირებულ „საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2018-ში“ მონაწილეობდა. 

სამიტში ორი მოსწავლე ელგუჯა კალანდაძე და ლუკა ხელაძე მონაწილეობდა. 

სამიტი კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასშტაბით შერჩეული 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა იმუშავეს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, განავითარეს კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, დააფიქსირეს საკუთარი აზრი, დაეუფლენენ საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკას. 

პროექტის მსვლელობისას დელეგატებმა შეისწავლეს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპები და სტრუქტურები. 

ისინი შემდეგ კომიტეტებში გადანაწილდნენ: ევროკავშირი-ევროპის პარლამენტი, ნატოს სამხედრო კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ეუთოს მუდმივი კომიტეტი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური კომიტეტი, წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტი, გრინპისის კომიტეტი და ოპეკის კომიტეტი.

დელეგატ მოსწავლეებს ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203