„აღმზრდელის თანაშემწეებს, 60 საათიანი ტრენინგის გავლის შემდეგ, აღმზრდელებად მუშაობა შეეძლებათ“
01-11-2023

განათლების მინისტრის მოადგილემ,  თამარ მახარაშვილმა, თემატური მოკვლევის ფარგლებში სკოლამდელ დაწესებულებებზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ისაუბრა.

მისი განცხადებით სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20291 პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის 9262 აღმზრდელი და 7520 აღმზრდელის თანაშემწე. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობის მიმართულებით.

„აღმზრდელის თანაშემწეების შემთხვევაში, გეტყვით, რომ  მათ,  ვინც 4 წელიწადი და მეტი მუშაობდა შესაბამის დაწესებულებაში, საშუალება ჰქონდათ, გაევლოთ გადამზადების 60 საათიანი ტრენინგპროგრამა და შედეგად, ისინი აღმზრდელებად დასაქმდებოდნენ, რასაც აკეთებდა მასწავლებლის სახლი; გარდა ამისა, შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტ უმაღლეს სასწავლებელს ჰქონოდა აღმზრდელ პედაგოგის საგანმანათლებლო პროგრამა“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203