„ზგემის მიზნები იცვლება“ - თამარ მახარაშვილი დეტალებზე
06-11-2023

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში ისეთი მიმართულებები იყო იდენტიფიცირებული, რომელიც ბუნებაში აღარ გვაქვს“ - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა და განათლების კომიტეტის განუცხადა, რომ ზგემ-ის დოკუმენტი იცვლება.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, განახლებულ რედაქციას საზოგადოება მალე იხილავს.

„თქვენ იცით, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვკარნახობს, რა უნდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რა უნდა ქვეყანას, რა გზაზე მივდივართ, რა არის ჩვენი ძირითადი ღირებულებები და პრიორიტეტები, ამიტომ ზგემ-ის გადახედვა (აბრევიატურაა) და რევიზია არის აუცილებელი. ეს რევიზია უკვე გაკეთებული გვაქვს და ახალ რედაქციას ძალიან მალე შევთავაზებთ საზოგადოებას.

მას შემდეგ რაც გიორგი ამილხვარი დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, მალევე შეიქმნა ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი, რომლის მთავარი დავალება იყო, იმ ძირითადი, მნიშვნელოვანი თემების იდენტიფიცირება, რომელსაც წლების განმავლობაში არც კი შევხებივართ თავისი სიდიდის გამო... ჩვენ უკვე ისეთ დიდ თემებზე ვმუშაობთ, როგორიც არის მაგალითად ზგემი, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელშიც შედის სახელმძღვანელოებიც, სასკოლო საზოგადოების მხარდამჭერი დეცენტრალიზებული სისტემა, ბილინგვური განათლება, სასკოლო გარემოს, კლიმატის გაუმჯობესება და სასკოლო მხარდამჭერი პირობები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მკაფიოდ გამოიკვეთოს ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები.

ზგემში იმდენი ხანია არ შესულა ცვლილებები, რომ რეალურად ისეთი მიმართულებების იყო იქ იდენტიფიცირებული, რომელიც ბუნებაში აღარ გვაქვს და აუცილებლად საჭიროებდა გადახედვას“, - განაცხადა მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203