ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალური შეჯიბრისთვის ემზადებიან
16-05-2018
ვალის N2 საჯარო სკოლის IX-XI მოსწავლეები შეჯიბრისთვის ემზადებიან. 

კერძოდ, ისინი მონაწილეობას კონკურსში „რა? სად? როდის?“ მიიღებენ, რომლისთვისაც მასწავლებელმა ინგა ბოჭორიშვილმა მოამზადა.

ინტელექტუალური თამაში პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფარგლებში იმართება, სადაც დასკვნით ნაწილში 73 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს. მათ შორისაა ვალის N2 საჯარო სკოლაც. 

ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 26 აპრილს ერთდროულად გაიმართა. მასში მონაწილეობისთვის 374 საჯარო და კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული, მათ შორის  ვალის N2 საჯარო სკოლაც. 

თამაშზე 328 გუნდი გამოცხადდა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203