საცხენისის საჯარო სკოლაში დედა ენის მაკეტი დაამზადეს
16-05-2018
საცხენისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენი დედა ენა“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს, დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგობეშვილის ღვაწლზე ისაუბრეს და დედა ენის მაკეტი დაამზადეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203