კუჭატნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მიმდინარეობს
16-05-2018
კუჭატნის სკოლის VIII კლასში უფროსმა მასწავლებელმა მარიამ ესიტაშვილმა ბიოლოგიის დამატებითი გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც აქციის სახე ჰქონდა ნარკოტიკების, ნიკოტინის და ალკოჰოლის წინააღმდეგ.
კერძოდ, მოსწავლეებმა მათი მავნე თვისებების შესახებ ისაუბრეს, თუ რა შეუქცევად და საშიშ გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი მოზარდების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე.
პრობლემების განხილვა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა ამ თემებზე, სააგიტაციო ბროშურებიც შექმნეს, რომლებიც უფროს კლასელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს.