ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ინგლისურ ენაზე დადგეს
16-05-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრამ, ნათია ქორიძის ხელმძღვანელობით, მაყურებელს ინგლიურ ენაზე სპექტაკლი - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარუდგინა. სპექტაკლში VI - XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს უცხო ენის პედაგოგებმა. ქორეოგრაფიული გაფორმება - ალეკო ხიდაშელს ეკუთვნის, სასცენო დეკორაცია კი ლელა ქორჩილავამ შექმნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და ინგლისურ ენაში ცოდნა განიმტკიცეს. იხილეთ ფოტოები