კანონში ცვლილებები დირექტორების არჩევისა და სამეურვეო საბჭოს როლის გაზრდას უკავშირდება
31-10-2023
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზანით, მორიგი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიზანიც, მისი ავტორის, ხატიან დეკანოიზის განცხადებით, სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაა.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილებებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სამეურვეო საბჭოს როლის გაზრდა და დირექტორების არჩევას უკავშირდება.
კერძოდ, თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია, აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალი კანდიდატურას, ნაცლად მოქმედი წესისა, როდესაც საბჭოს მიერ კანდიდატის ვერ/არ არჩევის შემთხვევაში სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით ნიშნავს დირექტორს, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონში ცვლილებების შეტანით სამეურვეო საბჭოს როლი გაიზრდება. ამასთან, ხელი შეეწყობა სკოლის დირექტორების პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას.
ცვლილებების თანახმად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დირექტორობის კანდიდატისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე.
შემოთავაზებული კანონპროექტით, სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ. დღეს მოქმედი რედაქციით სამინისტროს აქვს უფლებამოსილება დირექტორად დანიშნოს ის პირიც, ვინც სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია თანამდებობაზე