სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ესტუმრნენ
16-05-2018
წალკის, სამების საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები თბილისის სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდნენ. 

გასვლითი პროექტ-გაკვეთილი ფიზიკის მასწავლებელმა გურამ ჩიგოშვილმა ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მეტალების მოპოვების, მიღებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების გაცნობა.

მოსწავლეებს ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ უმასპინძლა. 

სკოლა ნიკოლოზ ჩიხრაძეს გულთბილი დახვედრისა და საინტერესო საუბრისათვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203