თბილისის საბავშვო-ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში გაწერილია ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომლებსაც საჯარო ბაღის დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ. etaloni.ge გთავაზობთ, დოკუმენტს სადაც დირექტორის ფუნქციები, მოვალეობები და კვალიფიკაციები დეტალურადაა განსაზღვრული:
ფუნქციები:
- ქმინის ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითარებისათვის შესაბამის პირობებს;
- უზრუნველყოფს ბავშვის ჩარიცხვის არადისკიმინაციულ მიდგომას;
- სახავს და ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს
- მოთხოვნების შესრულების გეგმას;
- წარმართავს საბავშვო ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას;
- მეთვალყურეობს თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
- ხელმძღვანელობს ქცევის პოზიტიური პოლიტიკის გატარებას;
- ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
განათლება:
- მინიმალური განათლება უმაღლესი განათლება. სკოლამდელი აღზრდა და ფსიქოლოგია, ჰუნამიტარული მეცნიერებები.
- სამუშაო გამოცდილება საავალდებულოა სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი, მენეჯერულ პოზიციაზე 1 წელი.
- სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
- საკანონმდებლო აქტების ცოდნა
- საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი)
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (3 თავი)
- საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის №485 დადგენილება - ტექნიკური რეგლამენტის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“
- მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საკვანძო კომპეტენციები :
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები:
Microsoft Office Word - კარგი
Microsoft Office Excel - კარგი
Microsoft Office PowerPoint - კარგი