საბავშვო ბაღებში მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო
02-11-2023

საბავშვო ბაღებში გეგმური სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო. ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ამ დროისთვის 9 მუნიციპალური საბავშვო ბაღია შემოწმებული, - ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

პირველ ეტაპზე 31 სააღმზრდელო დაწესებულება შემოწმდა. სანიტარული ნორმების დარღვევა არცერთ მათგანში არ დაფიქსირებულა.

მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203