სათხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს ღონისძიება მოუწყეს
16-05-2018
სათხის საჯარო სკოლაში ორი ღონისძიება ჩატარდა: მე-12 კლასის  „ბოლო გაკვეთილი“ და  კონცერტი  „გაზაფხული“.

მოსწავლეებმა „ბოლო გაკვეთილისთვის“ საკლასო ოთახი თეთრ - ლურჯი  ბუშტებითა და  პეპლებით მოაწყვეს, მასწავლებლის მაგიდაზე კი ზარები, წითელი ლენტები და სკოლის გამოსაშვები სურათების ალბომები მოათავსეს. 

ღონისძიების დასასრულს მათ წიგნის ფორმის ტორტები გაჭრეს. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას რვა მოსწავლე ამთავრებს.

ზეიმს რამდენიმე მასწავლებელი ესწრებოდა, რომელთაც მოსწავლეებს გამოსაშვები საღამო მიულოცეს, ხოლო დამრიგებელმა ისინი ტრადიციულად დაარიგა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს მადლობის ნიშნად ყვავილები აჩუქეს. სკოლის დირექციის შეფასებით, საღამო ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელი იყო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203