სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ტრენინგი გაიმართა
16-05-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა „ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში“ იყო.
ტრენინგის დაწყებამდე IX, X და XI კლასის მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა.
აღნიშნულმა ტრენინგმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექცია მადლობა უხდის გლდანის რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს სკოლაში სტუმრობისათვის.