ჯვარას საჯარო სკოლის ეზოში ფაშისზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა
16-05-2018
ჯვარას საჯარო სკოლის ეზოში ფაშისზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ღონისძიება - „დიდება გმირებს“ გაიმართა. 

სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1941-1945 წლების ომში დაღუპულთა ხსოვნას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი, რომელიც სკოლის ეზოში დგას.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დანგრევის პირას მისულ მემორიალს ახლახან პირვანდელი სახე დაუბრუნდა. 

„სკოლის ეზოში დგას მემორიალი შინმოუსვლელი ვაჟკაცებისა, რომლებიც ამავე სოფლიდან იყვნენ ომში წასული და საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდნენ. მემორიალმა ჟამთა სვლას ვეღარ გაუძლო და დანგრევის პირას იყო მისული, სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებდა, რადგან საფრთხე ექმნებოდათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე თვითონ იმ ადამიანების სურათებსაც, ვისი სახელიც სამარადჟამო ხსოვნას იმსახურებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა და მემორიალს პირვანდელი სახე დაუბრუნდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოაწყვეს შაბათობა. გაწმინდეს, დაალაგეს და დაასუფთავეს მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.    

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203