მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მავნე ჩვევების წინააღმდეგ პროექტი განახორციელეს
16-05-2018
მიქელეფონის საჯარო სკოლაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, მავნე ჩვევების წინააღმდეგ პროექტი -  „ჩვენს სიცოცხლეს უიარაღო მკვლელები ემუქრებიან“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ორგანიზმზე თამბაქოს და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს და კედლის გაზეთი მოამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203