სქემა, ესგ, სახელმძღვანელოები - სამინისტროს კვლევის შედეგი მაქსიმუმ ორ კვირაში ცნობილი იქნება
03-11-2023

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სატელევიზიო ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა სწავლის ხარისხსა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 1-2 კვირაში განათლების კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები ცნობილი გახდება და მიუხედავად იმისა, ესაა შიდა კვლევა, აპირებენ მათ გასაჯაროებას.

„ახლახან შეიქმნა ჩვენს უწყებაში განათლების კვლევების იურიდიული პირი, რომელსაც მაია მიმინოშვილი ხელმძღვანელობს და რომლის პირდაპირი დანიშნულებაა, ჩაატაროს კვლევები, რათა სისტემა გავხადოთ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყევტილების შედეგი და არა რამდენიმე კაცის ნააზრევი კაბინეტში.

სახელმძღვანელოებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები მაქსიმუმ 1-2 კვირაში გახდება ცნობილი და ვაპირებთ გავასაჯაროოთ“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ კვლევაში ათასობით მასწავლებელია ჩართული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203