საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა.
სკოლაში, დირექტორის ინა ბიწაძის ხელმძღვანელობით, ამაყობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
სკოლის დირექტორი მადლობას უხდის ავტორიზაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს.
„ნიგვზარის საჯარო სკოლა სრულად ავტორიზებულია! დიდი მადლობა სასკოლო თემს, ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და ყველა გულშემატკივარს! თქვენი დამსახურებაა ეს წარმატება!“,- აღნიშნავს დირექტორი ინა ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
იხილეთ ფოტოები: