როგორ გაუმკლავდეს მასწავლებელი კლასში სხვადასხვა ინტერესებისა და განწყობის მოსწავლეებს?
04-11-2023

სკოლაში მუშაობისას მასწავლებლები გაკვეთილებასაც თავადაც სწავლობენ. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი პირველი გაკვეთილი ის არის, რომ კლასში ყველა მოსწვალე ერთმანეთისგან განსხვავდება. პედაგოგებს კი უწევთ, რომ ერთდროულად სხვადასხვა ინტერესებისა და მისწრაფებების ბავშვებს ასწავლონ. 

მასწავლებლობა რამდენადაც საინტერესო აღმოჩენებით სავსე სამყაროა, იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა. პედაგოგმა ხშირად განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როგორ უნდა გაუმკლავდეს მასწავლებელი კლასში სხვადასხვა ინტერესებისა და განწყობის მოსწავლეებს - ამ საკითხზე სასკოლო საზოგადოება და განსაკუთრებით, პედაგოგები ხშირად საუბრობენ. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ სასწავლო პრაქტიკის განმავლობაში, მათ არაერთ პრობლემასთან შეჭიდება უწევთ. მათ რჩევებს ერთ-ერთი ბლოგერი უზიარებს, რომელსაც მასწავლებლად მუშაობის მრავაწლიანი გამოცდილება აქვს. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი ნაყოფიერად წარიმართოს, სასურველია, რომ მასწავლებელი ყველა მოსწავლესთან მუშაობდეს. მათ შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინონ. 

თავი მოსწავლის ადგილას წარმოიდგინეთ

ზოგადად, საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას წარმოდგენა, ყველას ეხმარება იმაში, რომ იმ კონკრეტულ ინდივიდს გაუგონ და მათი ქცევის მიზეზს ჩასწვდნენ. დაინტერესდით მათი განწყობით, ეცადეთ, რომ უკეთ გაიცნოთ, მაგრამ, ამავდროულად, ზღავარსაც არ გადახვიდეთ. თქვენი მოსწავლეების უკეთ გაცნობის შემდეგ, მიხვდებით, როგორ მიუდგეთ მათ, რა მეთოდი იმუშავებს ეფექტურად და რის გამოყენებას არ აქვს აზრი. 
ნურასდროს შეაფასებთ მოსწავლეს მხოლოდ ერთი გადაცდომით. მარტივი შესაძლებელია, რომ მათ ოჯახში ან სამეგობროში პრობლემები ჰქონდეთ და რთული ქცევაც ამის ბრალი იყოს. 

ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნეთ

იმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, რომლებსაც შესაძლოა რთული ყოფა-ქცევა ჰქონდეთ, განსაკუთრებით დიდ ენერგიას მოითხოვს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მოთმინება აღარ გყოფნით, მარამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პრობლემის წინაშე ცივი გონებით იაზროვნოთ. 
თანაც, არის ისიც, რომ მოსწავლეები მარტივად ხვდებიან, რაზე ბრაზდებით, რა გაწუხებთ, რა გაბედნიერებთ. ეს კი შესაძლოა გარკვეულ მომენტში თქვენ წინააღმდეგაც გამოიყენონ. 

იყავით მტკიცე, მაგრამ სამართლიანი

უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის მასწავლებელი ხართ და არა მეგობარი. არასდროს ჩაიყენოთ თავი იმ მდგომარეობაში, რომ ობიექტურობა დაკარგოთ. პედაგოგი მოსწავლეების მიმართ მიკერძოებული არ უნდა გახდეს. ეს საზიანოა როგორც თავად მასწავლებლის რეპუტაციისთვის, ისე სასწავლო პროცესისთვისაც. პედაგოგი მოსწავლეთა ნდობას კარგავს და მოსწავლეთა მოსწრებაც უარესდება. 
ასე რომ, ეცადეთ, მოსწავლეებს გაუგოთ, თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ, მაგრამ წითელი ხაზები არ გადაკვეთოთ. ეს სასკოლო საზოგადოების არც ერთი წევრისთვის არ იქნება სასარგებლო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203