საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა.
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.
ამ წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა ვრცელდება 2021-2022, 2022-2023 და 2023-2024 სასწავლო წლებში ჩარიცხულ პირებზე.