„პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა იქნება 500 ლარის ფარგლებში“ - მინისტრი
08-11-2023

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ 160 მლნ გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ხოლო მომდევნო წელს, ბიუჯეტი 400 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება.

პედაგოგების ანაზღაურება 500, 600 და 700 ლარით გაიზრდება - პრემიერი

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს თანხები მიიმართება სკოლების მშენებლობისათვის და ასევე, „მასწავლებელთა ხელფასების მატებისთვის; უკვე ხელფასების სტრუქტურის შესაბამისად, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა იქნება 500 ლარის ფარგლებში“.

„მნიშვნელოვანია ხელფასების საკითხი განათლების სფეროში მოწესრიგდეს, რათა მოხდეს განათლების ხარისხის ზრდა“, - დასძინა ლაშა ხუციშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203