მუხურის N1 საჯარო სკოლაში ისტორიკოსთა კლუბი შეიქმნა
16-05-2018
მუხურის N1 საჯარო სკოლაში ისტორიკოსთა ახალი კლუბი „მატიანე“ შეიქმნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრების მიზნებია - სხვადასხვა აქტივობებით სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების შეტანა, თვისუფალ კონკურენტულ გარემოში დამოუკიდებლად შექმნილი პროექტების განახორციელება (პრეზენტაცია, ინტელექტუალური თამაშები, კონფერენციები, სოციალური პროექტები), საორგანიზაციო საკითხების დამოუკიდებლად წარმოება და ლიდერობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

კლუბის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით ნინო ქურციკიძე გახდა. 

კლუბმა პირველი ღონისძიება უკვე განახორციელა. დაწყებითი კლასებისათვის ინტელექტ ტური მოეწყო. გამარჯვებული გუნდი კლუბის წევრებმა ქების სიგელებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203