ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემისა და პიროვნების დაპირისპირების შესახებ იმსჯელეს
16-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში პედაგოგმა ფატმან ცეცხლაძემ მე-11 კლასში ქართულ ლიტერატურაში სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.

სკოლის აღსაზრდელება თემისა და პიროვნების დაპირისპირების შესახებ იმსჯელეს. პედაგოგმა მოზარდებს თენგიზ აბულაძის ფილმ „ვედრებიდან“ ეპიზოდები აჩვენა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნაწარმოების ისტორიულ–კულტურულ მნიშვნელობა გაიზრეს და ეპოქებს შორის კავშირი მოიძიეს. 

„მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203