გუდაურის საჯარო სკოლაში კლასგარეშე კითხვის დღე გაიმართა
16-05-2018
გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში კლასგარეშე კითხვის დღე გაიმართა. 

გაკვეთილს მასწავლებელი ნაირა აფციაური უძღვებოდა.

მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს, შემდეგ კი აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს. 

მათ ასევე პერსონაჟები დაახასიათეს, შესაბამისი ანდაზები გაიხსენეს და ნახატები შექმნეს. 

მონაწილეებმა მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული „მსმენელის ბარათები“ შეავსეს და მხატვრულ კითხვაში გამარჯვებული ფარული გამოკითხვით გამოავლინეს. მას მადლობის ბარათი გადაეცა. 

დასასრულს, მონაწილეებმა ანსამბლ „ივერიის“ შესრულებით მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ ნახეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203