„ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე“-ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლამ ვიდეოკონკურსში გაიმარჯვა
16-05-2018
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლამ მონაწილეობა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ორგანიზებულ  ვიდეოკონკურსში მიიღო.

თემის სახელწოდება გახლდათ - „ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე“.

მოსწავლეებს იარაღის ან ბულინგის თემაზე ვიდეორგოლის გადაღება ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით შეეძლოთ.

გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სკოლები, სადაც პირველი ადგილის მფლობელი ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა გახდა. მას სიგელი გადაეცა. 

ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობას მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
გამარჯვებული ვიდეორგოლი მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით გამართულ ამავე სახელწოდების კონკურსში მიიღებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203