„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. ცვლილების მიხედვით, განათლების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს“
განათლების სამინისტრო კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება.
ამასთან, ბრძანებაში ვკითხულობთ, - ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე იმ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში.