ბაღში საკვებით 15 ბავშვი მოიწამლა - დეტალებზე სურსათის ეროვნული სააგენტო საუბრობს 
07-11-2023

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევას ატარებენ. როგორც ცნობილი გახდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში 15 ბავშვი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა.

„ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს  სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში (მის: ტაბიძის ქ.N44), არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203