ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროკურორი შეხვდა
17-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალციხის რაიონული პროკურორი დავით ჯინჭველაძე შეხვდა. 

შეხვედრის თემა იყო ნარკოტიკული დანაშაული. 

ღონისძიება ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და ბორჯომის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართა.

პროკურორმა ნარკოტიკული დანაშაული მიმოიხილა, ასევე მოზარდებს შორის ძალადობაზე - ბულინგზე ისაუბრა.

თემების განხილვის შემდეგ დისკუსია გაიმართა, პროკურორმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა. 

ღონისძიება მოზარდებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203