თბილისის N214 საჯარო სკოლის დირექტორი, 8 შვილის დედა და 5 შვილიშვილის ბებია, Izrune.ge-ს ირჩევს
17-05-2018

თამარ შუბლაძე თბილისის 214-ე საჯარო სკოლის დირექტორია. მას 8 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს. 8 შვილიდან 2 სწორედ მის სკოლაში სწავლობს. ერთი მე-12, ხოლო მეორე შვილი კი მერვეკლასელია. 

„ჩემი ორი შვილი, რომელთაგან ერთი მე-12, ხოლო მეორე - მერვეკლასელია, ჩემს სკოლაში დადის. მათთვის სკოლაში დირექტორი ვარ, ხოლო ისინი ჩემთვის მოსწავლეები არიან. ჩემი შვილიშვილებიდან კი ერთი პირველკლასელია, მეორე - მე-7, მესამე კი მე-9 კლასშია. ჩემი პასუხისმგებლობა მათზეც ნაწილდება,“ - აღნიშნავს Etaloni.ge-სთან საუბრისას თამარ შუბლაძე. 

-  რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დღეს მშობლებსა და შვილებს შორის

 კომუნიკაცია, მით უმეტეს, თუ ის განათლებას ეხება? 

- ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი დადებითი მოგვიტანა. თუმცა უარყოფით შედეგებსაც ვხედავთ - ბავშვები ინტერნეტს ფაქტობრივად მიჯაჭვულნი არიან. შედეგად, მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის ძაფი გაწყდა. ბავშვები კომპიუტერის დახმარებით დამოუკიდებლად მეცადინეობენ. ახალი ინოვაციური პროექტი Izrune.ge სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ყოველი თვის ბოლო კვირა მშობლების შვილებზე ზრუნვის დღედ აქვს გამოცხადებული. მშობელი კვირა დღეს მიუჯდება შვილს და Izrune.ge-ს დახმარებით იგებს თავისი შვილის ცოდნის დონეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მშობლისთვის. 

- გარდა ამისა, კიდევ რითი მოგხიბლათ Izrune.ge-მ?

- ახალი საგანმანათლებლო პორტალი მომეწონა იმ მხრივაც, რომ ის სახელმწიფო ენაზეა. არ მაქვს ურთიერთობა ეთნიკურ უმცირესობასთან, მაგრამ ჩემი შვილები მონაწილეობას იღებდნენ პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ახალციხეში იყვნენ. მათგან ვიცი იქ რა მძიმე მდგომარეობაა. ვფიქრობ, Izrune.ge მათთვის მოტივაციის წყარო გახდება, რომ ბავშვი სახელმწიფო ენით თავიდანვე დაინტერესდეს და საქართველოს მოქალაქემ აზროვნება ქართულ ენაზე დაიწყოს. კონსტიტუციით სახელმწიფო ენის სტატუსი აფხაზურ ენასაც აქვს და თუ Izrune.ge-ს გამოყენება ამ ენაზეც მოხერხდება, აფხაზურენოვან მოსახლეობასთან კონტაქტისთვის, ალბათ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

- რას მისცემს Izrune.ge-ში ჩართვა მოსწავლეებს?

- პირადად მე, ჩემი სკოლის ბავშვებს უახლოეს მომავალში ჩავრთავ და დამერწმუნეთ, ისინი ხალისით მიიღებენ მონაწილეობას. მით უმეტეს, რომ Izrune.ge-ში ყველასთვის ხელმისაწვდომია. შვილის განათლებაში მიღებული მიღწევების გადასამოწმებლად კი ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა.

ვფიქრობ, ბავშვიც უფრო მეტად დაინტერესდება სწავლით, მხოლოდ ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული არ იქნება და Izrune.ge-სთან ერთად, სწავლის მეტი სურვილი გაუჩნდება.

აქვე მინდა აღვნიშნო ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“. მისი წყალობით მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები ხდებიან. ჩემი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში. 

- თქვენი აზრით, რა არის Izrune.ge-ს უპირატესობები?

Izrune.ge-ს უპირატესობებია: მიზერული თანხა, საკმაოდ მოხერხებული, მარტივად დასარეგისტრირებელი პროგრამა და ასევე, ტესტები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ასაკობრივ მოთხოვნებს. აი, ამიტომ ვუწევ რეკომენდაციას. ვფიქრობ, ბებიები და ბაბუებიც ხალისით ჩაერთვებიან ამ პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203