მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგების როლი და შრომა დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში რუსული ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - როზა იუზბაშევას ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი შესანიშნავად წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ ასევე პედაგოგების ამაგი და მათ განათლებაში ჩადებული შრომა აღნიშნეს, რისთვისაც მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: