კერძო სკოლა „განათლების“ პედაგოგმა მაია მენაბდემ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
17-05-2018
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მასწავლებელი მაია მენაბდე მონაწილეობდა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა პროექტით „ლიტერატურა და კინო სკოლაში ევროპული ღირებულებების სწავლებისთვის“. 

ის ფასიანი საჩუქრებით, სერტიფიკატითა და ერთკვირიანი საგზურით ესტონეთში დაჯილდოვდა. 

კერძო სკოლა „განათლება“ ულოცავს მაია მენაბდეს გამარჯვებას და უსურვებს საინტერესო ტურნეს ესტონეთში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203