„ოქროსფერი შემოდგომა“ - ტამბოვკის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
08-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ხშირად ტარდება.

ამჯერად, 4 ნოემბერს სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა - კიმა პალიანმა საინტერესო ღონისძიება თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარა, რომელსაც მრავალი სტუმარი ეწვია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.

„ღონისძიებაზე პატარა დეკლამატორებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. ზეიმზე ერთმანეთს ოთხენოვანი სიმღერები ცვლიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ზღაპრის - „თალგამი“ მიხედვით, საინტერესო სპექტაკლი დადგეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტერკულტურული ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი იყო.

„მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ესთეტიკური გემოვნება, კომუნიკაციური, შემოქმედებით, ჯგუფური მუშაობის უნარები. ეს შეხვედრა დიდხანს ემახსოვრება დამსწრე საზოგადოებასაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203