ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილის თემიდან გამომდინარე სპექტაკლი დადგეს, რომლის თემა - „დორემიუს სოლასი“ გახლდათ.
მათ გმირების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სპექტაკლი მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: