ჯანდარის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა
08-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

სკოლაში საშემოდგომო ფესტივალი - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციები და ფოლკლორი ერთ სივრცეში გააცოცხლეს.

ღონისძიებას მშობლებთან ერთად, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებელოს წევრი - ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: ვუსალ ბაირამოვი, მახირ ბარამოვი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ხანალი გახრამანოვი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203