2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია ცვლილებები, რომლებიც ზიოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება.
უფრო კონკრეტულად, გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება.
დოკუმენტის თანახმად, გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა და დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა.