დაინერგება სკოლების დაფინანსებისა და მართვის დიფერენცირებული მოდელები
12-11-2023

2024 წელს ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებები ბიუჯეტის კანონპროექტშია ასახული. უფრო კონკრეტულად „უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება დაგეგმილი განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა კარიერული სქემის დანერგვის შესაბამისად;

ასევე ცნობილია, რომ დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ „2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია; შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203