მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიება ჩაატარეს
17-05-2018
მიქელეფონის საჯარო სკოლაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები ძალადობასთან ბრძოლის გამოწვევებს გამოეხმაურნენ და მის წინააღმდეგ ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელება ძალადობის თემაზე პრეზენტაცია ჩაატარეს და ჩაგვრასა და მისი აღმოფხვრის გზებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
ბულინგის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 4 მაისს აღნიშნავს. იხილეთ ფოტოები