„სპორტი ბარიერების გარეშე“- ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდებმა შეჯიბრში გაიმარჯვეს
17-05-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ახალციხის №5 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში, კალათბურთში და მინი-ფეხბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ვაჟებში გამარჯვება ახალციხის №5 საჯარო სკოლის კალათბურთის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მინი ფეხბურთში დაძაბული თამაშის მიუხედავად ვაჟებშიც და გოგონებშიც პირველი ადგილი ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
სკოლა გუნდებს გამარჯვებას ულოცავს და რეგიონულ ტურნირში წარმატებას უსურვებს.