თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში გამოვლენილ 44 ლიდერ სკოლას შორის თელავის N5 სკოლაც აღმოჩნდა.
კონკურსის ფარგლებში, სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი, პორტაბელური კომპიუტერი და პროექტორი გადაეცა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ზეინაბ კაკალაშვილს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის.
„ასევე უდიდესი მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მარინე უშვერიძეს და თითოეულ თანამშრომელს მოსწავლეთა წახალისების, ჩვენი მხარდაჭერის, სკოლებისა და მოსწავლეების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: