პატარა სამსარის საჯარო სკოლაში თემაზე - „შემოდგომა“ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
09-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში თემაზე - „შემოდგომა“ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - გაიანე ოვსეპიანის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

​გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით შეასრულეს.

მეოთხეკლასელებმა ოქროსფერი ფოთლებით საინტერესო, თემატური პლაკატი შექმნეს, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203