3 მოთხოვნა, რომელსაც ახალი სქემის ფარგლებში, სამინისტრო პედაგოგებს წაუყენებს - თამარ მახარაშვილი დეტალებზე
09-11-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის მთავარი იქნება, მასწავლებლებს ჰქონდეს დრო მოსწავლისთვის.

„მთავარი სამიზნე, რისთვისაც ყველა ვშრომობთ, მოსწავლის განათლებაა, მაგრამ ეს განათლება ხარისხიანი იქნება თუ როგორი, მასწავლებელზეა დამოკიდებული; ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, მასწავლებლის პროფესია იყოს აღიარებული, დაფასებული... მასწავლებელმა იგრძნოს თავი კომფორტულად და აკეთოს მთავარი.

ეს „მთავარი“ არის: მასწავლებელს ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და მას სისტემამ არ დაუდოს ისეთი ბიურკორატია, რომ მთავარ მიზანს რამენაირად მოაცილოს.

მინდა, ამ პერსპექტივიდან შევხედოთ სქემას! ახლახან, მინისტრთან ერთად, კიდევ 700-მდე მასწავლებელს შევხვდით და მინდა გითხრათ - თვითმიზანი არ არის, აუცილებლად რაიმე შევცვალოთ. ჩვენი მიზანია, იყოს ისეთი სქემა, პროფესიული განვითარების ისეთი სისტემა, სადაც მასწავლებელს ექნება დრო და ბოლომდე დაიხარჯება საკლასო ოთახში“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203