დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ
17-05-2018
დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ექსკურსიით თბილისში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლის შემდეგ დედაენის ძეგლი მოინახულეს, შემდეგ კი ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ, სადაც ექსპონატები დაათვალიერეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ნინო მანგოშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ექსკურსიისას  ნახატები დახატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203