მასწავლებლების გარდა ანაზღაურება იზრდება მანდატურებისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისა და ბაღის თანამშრომლებისთვის
2024 წლის სახელმწოფო ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის პროექტის მიხედვით, განათლების მიმართულებით გამოყოფილი თანხა 160 მილიონი ლარით გაიზარდა, ჯამურად კი 580,0 მლნ ლარით.
- საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით გამოიყო 30,0 მლნ ლარი;
- საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450,0 მლნ ლარამდე - ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104,0 მლნ ლარით;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი;
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.