„ძალიან ბევრი საწერი გვაქვს მასწავლებლებს... დამრიგებლის ინსტიტუტი უნდა გადაიხედოს“  - პედაგოგი
10-11-2023

აუცილებელია, გადაიხედოს დამრიგებლის ინსტიტუტი - აღნიშნულის შესახებ თბილისის N178 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ ცანაცამ გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ განაცხადა.

„ასევე გვჭირდება ის, რომ დამრიგებლობა და დამრიგებლის ინსტიტუტი გადაიხედოს, ხელფასიდან დაწყებული, ნებისმიერი პატარა დეტალით დამთავრებული. ხომ არ სჯობს, დამრიგებლობა იყოს ცალკე გამოყოფილი, როგორც ეს, ვთქვათ, ევროპულ სკოლებშია? როდესაც შენ ოცდაათი მოსწავლე გაბარია და მთელი დღე ხარ მათზე რაღაცნაირად გადაჯაჭვული, ამავდროულად აკეთებ შენს საგნობრივ საქმეს, ამავდროულად ხარ რეპეტიტორი და ამავდროულად ათას ბიუროკრატიულ დოკუმენტს ავსებ, როდესაც სახლში ბრუნდები, შემაჯამებლების შესწორებიდან დაწყებული, პროექტების წერით გაგრძელებული და ა.შ. ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფრის სათანადოდ გაკეთება. ეს ბიუროკრატიული ელემენტები, რა თქმა უნდა, არის ხოლმე მასწავლებლობის ნაწილი, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, მართლა ძალიან ზედმეტია. ძალიან ბევრი საწერი გვაქვს მასწავლებლებს“, – განაცხადა ცანავამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203